Friday, April 29, 2011

"ასოციაციური კავშირები"

ანტიკური ხელოვნება

ბერძნულმა ხელოვნებამ კლასიკური სიმშვიდე,ტანჯვა და მშვენიერება ერტნაირი წარმატებით გამოსტაცეს ქვასა და ბრინჯაოს.
ადამიანის მიქნილობა,ეპოქის ტრაგიკულობა,დამპყრობელტა სისასტიკეა უკვდავყოფილი ამ ქმნილებაში.ხელოვანთ სწამთ,რომ ნიჭი,ძალა,მშვენიერება და სიბრძნე არ ემორGილება დროებით გაბატონებულ დესპოტთა სირეგვნეს,ის უკვდავია დროსა და სივრცეში,ძალადობა კი_წარმავალი.
ეს მართალია,იმის მიუხედავად,რომ ძველი მსოპლიო რუკის მარგალიტი_საბერძნეტი რომის უხეშმა კოჰორტებმა დაიპყრეს,შეწყდა დიდი ხელოვნების მაჯისცემა და ამიერიდან დაიწყო რომის ხელოვნების ისტორია .
I საუკუნე ძველი წელტაღრიცხვისა_განსაკუთრებით ძველი ბერძნული ხელოვნების საუკუნეა.ამ დროის ქმნილებებიდან კიდევ ორიოდეს დავასახელებთ.
აპოლონიოს ნესტორის ძის “მჯდომარე მძლეოსანი” ბრინჯაოს ვაჟკაცია,დგესაც რომში დგას და ალმაცერად უყურებს ზვიად დამპყრობლებს.
ამავე ოსტატისაა “ბელვედერის ტორსი:_პარაკლე,ძლიერ დაზიანებული,და მაინც ძეგლი ბერძEნთა გენიის ტრიუმფისა.
არიან ქმნილებები,რომელთა ავტორი უცნობია.ერტიმაჟში ინახება ეროსი,რომელიც მშვილდას ეზიდება.მარმარილოს ეს მომხიბლავი ბიჭუნა IV საუკუნეშია გამოკვეთილი.
აფროდიტეს ქანდაკებათა შორის ყველაზე უფრო ცნობილია ორი:მედიGების ვენერა,რომელსაც ქვემოტ აწერია “ათინელი კლეომენი”,სინამდვილეში კი რომაული ასლია,პოზითაც და შესრულებითაც ძლიერ ჰგავს კაპიტოლიუმის ვენერას,ოღონდ ეს უკანასკნელი უფრო დაქალებულია.ორივენი ხელით იფარავენ სიშიშვლეს.პირველი დგას მედიGების უფიცის გალერეაში,მეორე კი III საუკუნისაა და რომის კაპიტოლიუმში ინახება.
შეუძლებელია ერთ საუბარში დიდი ანტიკური ქმნილებების ანალიზი.უბრალოდ შევავლოთ თვალი ზოგ მათგანს ოლიმპიური თამაშობათა ციკლიდან.აქ ერთინეორეს ეჯიბრება ოლიმპიური სპორტი და კლასიკური ხელოვნება.
…ჰერაკლეს ცის თაღი მზრებზე შეუდგამს.იქ დგას ათენა ქალღმერთი.
…მეკინეს ლომთა ჭიშკარი.
…ზევსის ტაძრის დასავლეთი ხედი.
…ჰერმესს ხელით უჭირავს ყრმა დიონისე.
…ათლეტი სირბილის დაწყების წინ იკრავს სანდლებს.
თითქოს ეკრანზე ხედავთ სპორტისა და ხელოვნების ტრიუმპჰს.აქ ყველა იმარჯვებს,მაგრამ ვერ ვხედავთ დამარცხებულს.ესაა ანტიკური ხელოვნების ზეიმი.
…ბერძენი მანდილოსნები ოლიმპიურ ცეცხლს აქრობენ…
…და ის მაინც გიზგიზებს,ანტიკური ხელოვნების მარად Gაუკრობელი ცეცხლი,ვითარცა სიმბოლო ხალხთა მეგობრობისა.გიზგიზებს საბერძნეტში,ხელოვნების მუზეუმებში,ოლიმპურ ასპარეზობებზე,ხალხთა გულებში…
ანტიკური ხელოვნება ცოცხლობს,ხალხთა საამაყო და სადიდებლად.”ასე ინება დიდმა კიპრიდამ…”

ანტიკური ხელოვნება

ანტიკური ხელოვნება
Fr. antique
L. antiquus
"ძველებური, ძველი"
ძველი საბერძნეთისა და ძველი რომის ხელოვნება. ცნება «ანტიკური ხელოვნება» გაჩნდა აღორძინების (რენესანსის) ეპოქაში, როცა ძველი საბერძნეთისა და რომის შესანიშნავი ქმნილებები ითვლებოდა სანიმუშო, კლასიკურ ქმნილებებად ევროპული კულტურისათვის. ანტიკური ხელოვნების იდეალს შეადგენდა ჰარმონიულად განვითარებული, იდეალურად მშვენიერი ადამიანის - მოქალაქის, ღირსეული მებრძოლისა და ერთგული პატრიოტის სახე, რომელშიც ათლეტური სხეულის მშვენიერება შერწყმულია მისსავე ზნეობრივ სიწმინდესა და სულიერ სიმდიდრესთან და რამაც, უპირველეს ყოვლისა, ხორცშესხმა პოვა ქანდაკებაში, ფერწერაში, გამოყენებით ხელოვნებაში. ბერძნული არქიტექტურის მწვერვალია პართენონი (V ს. ძვ.წ.-ით) - ქალღმერთ ათენას ტაძარი, რომელიც ქალაქის ამაღლებულ ნაწილში - აკროპოლისზეა აღმართული. ამავე პერიოდში შეიქმნა ძველბერძნული ქანდაკების საუკეთესო ნიმუშები, რომლებშიც გამოკვეთილია პროპორციები, მოძრაობა, სახეებში - შთაგონება. თავისი დროის უდიდესი მოქანდაკეები იყვნენ მირონი, პოლიკლიტე, ფიდიასი, ძვ.წ..IV ს-ში კი - სკოპასი, პრაქსიტელე, ლისიპე. ძველი რომის ხელოვნებამ საკუთარი წვლილი შეიტანა უძველესი სამყაროს მხატვრული კულტურის განვითარებაში. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს შესანიშნავად დაგეგმილი ქალაქების ანსამბლები, უძველესი სამყაროს ყველაზე დიდი ამფითეატრი - კოლიზეუმი, რომის იმპერიის ღმერთთა ტაძარი - პანთეონი. აღსანიშნავია რომაული სკულპტურული პორტრეტის ხელოვნება, რომელიც გამოირჩევა სახეების ზუსტი დახასიათებითა და ცხოვრებისეული სიმართლით; ფრესკული ფერწერისა და მოზაიკის ნიმუშები კი, რომლებიც აღმოაჩინეს პომპეის გათხრებისას, ეპოქის თავისებური ბიოგრაფიაა, ასახული განუმეორებელ მხატვრულ სახეებში. ცნება «ანტიკური თეატრი» გულისხმობს, ძირითადად, ძველბერძნულსა და ძველრომაულ თეატრს. ანტიკური თეატრის განვითარების პერიოდში ჩაეყარა საფუძველი თეატრალურ ხელოვნებას, აიგო თეატრალური ნაგებობები, შეიქმნა სპექტაკლების დეკორაციული გაფორმების პირველი ნიმუშები. დიონისეს თეატრი 17 ათას მაყურებელს იტევდა, ერთ-ერთი უდიდესი, მეგაპოლისის თეატრი კი - 44 000. ანტიკური ლიტერატურის ჟანრთა სათავეში იდგა გმირული პოემა (ჰომეროსის «ილიადა» და «ოდისეა»), რომლის შემდეგაც განსაკუთრებით პატივსაცემ ჟანრად ითვლებოდა ტრაგედია. მასში აისახებოდა ეპიზოდები ბერძნული მითებიდან. ბერძნული ტრაგედიის კლასიკოსები იყვნენ ესქილე, სოფოკლე და ევრიპიდე, რომში - სენეკა. კომედიის ჟანრის ოსტატად ითვლებოდა არისტოფანე. ანტიკურ ლირიკაში გაბატონებული ჟანრი იყო «ოდა», რაც ნიშნავდა უბრალოდ სიმღერას, ანუ ლექსს სიმღერისათვის. დეკლამირებისათვის განკუთვნილ ლექსს უწოდებდნენ "ელეგიას".